ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა 7-9 ივლისს გამართავენ ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
სიმპოზიუმი გაიხსნება 7 ივლისს, 10.30 საათზე, თსუ მუზეუმის სივრცეში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. თანდართულ პროგრამაში.